მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ პროექტი „პუბლიკაციები“ ოფიციალურად გაიხსნა და ამოქმედდა.
ეს არის კომპანია სი ბი ემ ჯი – ს ციფრული პლატფორმა, რომელიც ყველას აძლევს შესაძლებლობას თავისუფლად გამოხატოს საკუთარი თავი წერილობითი ფორმით.
პლატფორმაზე შეგიძლიათ:
დაწეროთ და გამოაქვეყნოთ თქვენი შემოქმედება;
გაუზიაროთ საზოგადოებას თქვენი გამოცდილება, ბიოგრაფია, ემოციები, განცდები, ხედვები და ფანტაზიები;
წარადგინოთ უნიკალური მასალა გამოსაქვეყნებლად და, სურვილის შემთხვევაში, გამოსაცემადაც.
პროექტი ხსნის კარს ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს წეროს, გამოხატოს თავი და მიიღოს გამოხმაურება.
გიწვევთ შემოგვიერთდეთ – დაწერეთ თავისუფლად, პუბლიკაციის შესაძლებლობით.
პროექტის ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებებს და შემოქმედებით შთაგონებას.